წინა შემთხვევებში თუკი ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ და შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ, როცა ძალადობა იყო, ხან გიორგი ვაშაძე იტყოდა, რომ წრე დავარტყათ პარლამენტს და მერე ამბობდა, მე რა შუაში ვარ, მე რატომ დამიჭერთო, პაატა ბურჭულაძემ ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორად დაიფიქსირა თავი, ანუ რაც კი მოხდება, რამე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი ის არის. რა თქმა უნდა, ყველა სხვაც, “ნაციონალური მოძრაობა”, NGO-ები, რომლებიც არიან თანაორგანიზატორები, მაგრამ იურიდიულად მან ეს უკვე გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ასე, რომ იმაზე იზრუნოს, რომ მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფერში.
