ხვალ, გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდული ფესტივალი 2024-ის ფარგლებში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების საზეიმო წარდგენა გაიმართება

ხვალ, გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდული ფესტივალი 2024-ის ფარგლებში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების საზეიმო წარდგენა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლის საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიღწეულ წარმატებას მიულოცავენ და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ.
როგორც გარდაბნის მერიაში აღნიშნავენ, ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება, დავით კარგარეთელის ინიციატივით, უკვე მეორე წელია იმართება.
მათი ინფორმაციით, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულად ჯილდოს მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!