„ახალი რეგულაციების შესაბამისად, 10 ივნისიდან, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, ახალი ლოკაციებიდან, დედაქალაქის ავტოსადგურებიდან გავლენ“ – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
„Georgian Busხვალიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ მგზავრებს გადაიყვანს ვაგზლის მოედნიდან/ავტოსადგური დადიანის მხრიდან.
ზუსტი ლოკაცია რუკაზე: https://maps.app.goo.gl/747hjZZhUKeE7Jj26
Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესიდა Metro Georgia • მეტრო ჯორჯიაკი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ორთაჭალის ცენტრალური ავტოსადგურიდან მოემსახურებიან.
ომნიბუსი – ორთაჭალის ავტოსადგურის მე-4 ბაქნიდან გავა.
ზუსტი ლოკაცია რუკაზე: https://shorturl.at/sRu20
მეტრო ჯორჯია – ორთაჭალის ავტოსადგურის – მე-3 ბაქნიდან.
ზუსტი ლოკაცია: https://shorturl.at/jD6fO
ავტობუსის გასვლის განრიგი კვლავ ფრენების განრიგზე იქნება მორგებული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.