ხერსონის სადგურზე რუსეთის თავდასხმას ერთი პირი ემსხვერპლა, ოთხი დაღუპულია

უკრაინის სამხრეთის ქალაქ ხერსონის სარკინიგზო სადგურზე სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი.
იჰორ კლიმენკოს 26 დეკემბრის განცხადების თანახმად, სადგურში თავდასხმისას იმყოფებოდა დაახლოებით 140 სამოქალაქო პირი, რომლებიც საევაკუაციო მატარებელს ელოდებოდნენ. ეს თავდასხმა ახსენა უკრაინის პრეზიდენტმა, მ თავისი საღამოს გამოსვლაში და თქვა, რომ სამაშველო ძალები ზომებს იღებენ.
უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორმა გაავრცელა ცნობა, რომ თავდასხმის დროს დაზიანდა სადგური და მატარებლები. „ამ დროისთვის ცნობილია რამდენიმე დაშავებულის შესახებ, მგზავრები თავშესაფარში იმყოფებიან,” – ნათქვამია ცნობაში.