ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას

ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს, რომ ხვალ, საპროტესტო აქციით, მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებას ხელს შეუშლიან. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელს შეუშლიან ქვეყნის გადარჩენასა და სამშვიდობოზე გაყვანას.
„ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას, ხელს შეუშლიან იმ პროგრამის რეალიზაციას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას, უმრავლესობასა თუ ოპოზიციის მხარდამჭერებს წარვუდგინეთ სულ ახლახან და რაც გულისხმობს ქვეყნის გადარჩენას, სამშვიდობოზე გაყვანას, ამას შეუშლიან ხელს და უკვე აღარც მალავენ“, – აცხადებს ვოლსკი.