ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გადაღებულ ფილმებს ოსკარის მოგება შეუძლიათ – ამერიკის კინოაკადემია

ამერიკის კინოაკადემიის განცხადებით ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით გადაღებულ ფილმებს “ოსკარების” დაჯილდოებებზე ჯილდოების მოპოვების შანსი ექნებათ.
კინოაკადემიამ, რომელიც ამ ცერემონიის ორგანიზატორია ორშაბათს გამოსცა ახალი წესები, სადაც ნათქვამია, რომ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ციფრული ხელსაწყოების გამოყენება „არც დაეხმარება და არც ზიანს აყენებს ნომინაციის მიღწევის შანსებს“.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი – რომელსაც შეუძლია შექმნას ტექსტი, სურათები, აუდიო და ვიდეო მარტივი ტექსტური მოთხოვნის საპასუხოდ – მარტში დაჯილდოვებული რამდენიმე კინოსურათის წარმოების დროს გამოიყენეს.
თუმცა, კინოაკადემია ასევე აცხადებს, რომ გამარჯვებულის შერჩევისას ადამიანის მონაწილეობის ფაქტორს მაინ გაითვალისწინებენ.
კინოაკადემიამ კიდევ ერთი ახალი წესის შესახებაც განაცხადა – ამიერიდან აკადემიის წევრებს ნანახი უნდა ჰქონდეთ ყველა ნომინირებული ფილმი თითოეულ კატეგორიაში, რათა მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრის საბოლოო რაუნდში, რომელიც გამარჯვებულებს წყვეტს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფილმში აქტუალური თემა გახდა მას შემდეგ, რაც ადრიან ბროუდიმ მარტში ოსკარი მოიპოვა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის ფილმში “ბრუტალისტი”.
ფილმმა გამოიყენა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მსახიობის აქცენტის გასაუმჯობესებლად, როდესაც ის უნგრულად საუბრობდა.
შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს ოსკაროსან მიუზიკლში “ემილია პერესი”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის