ხელოვანები დიდი პროტესტისთვის ემზადებიან – დეტალები

მსახიობები საპროტესტო მანიფესტის გასაჯაროებისთვის ემზადებიან.
ვასო აბაშიძის ახალი თეატრის ეზოში სცენა უკვე მოეწყო. ადგილზე მიტანილია საქართველოს და ევროკავშირის დროშები. სცენის თავზე გადმოფენილია ანდრო ჭიჭინაძის დიდი პლაკატი სახელწოდებით – “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.
მსახიობებმა ბოლო რეპეტიცია უკვე გაიარეს და მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან.
დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რას მოიმოქმედებენ მსახიობები კოლეგის და კიდევ 52 სხვა სინდისის პატიმრის გამოსახსნელად.
ზუსტად 18:00 საათზე აღმაშენებლის გამზირის N127-ში, “ახალი თეატრის” წინ ხელოვანები მაყურებლებს თეატრის შენობასთან ელოდებიან.
დღეს ახალი თეატრის დასი პეტიციასაც გამოაქვეყნებს, თუმცა, რა იქნება დოკუმენტის შინაარსი, ამ დროისთვის უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე – არაფერი მოგვიტყუებია, რას მიჯერებ მე, კაცო? შენი ტვინი ხომ გაგაჩნია?! ჩემზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? – სარჩელს შევიტანთ და სასამართლოს ვთხოვთ, განხილვა იანვარს არ გადასცდეს