ხელმოცარულები არიან, რით დაკავდნენ არ იციან – ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული გეგმა რომ წაეკითხათ, ეცოდინებოდათ, რომ სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები უკვე გაწერილია – ირაკლი ზარქუა

“ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას, რომ საგარეო უწყებამ ეუთო/ოდირს სადამრკვირვებლო მისიის გამოგზავნის მოთხოვნით მიმართოს, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
“ქართული ოცნების” წევრის, ს განცხადებით, უმრავლესობა თებერვალში აპირებს საერთაშორისო ორგანიზაციას სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის მოთხოვნით მიმართოს.
“ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ის გეგმა, რომელზეც შევთანხმდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. რომ წაეკითხათ, რაც გამოვაქვეყნეთ, ეწერა, რომ 2024 წლის თებერვალში მოვიწვევთ, მაგრამ არ აქვთ წაკითხული. ეს ხელმოცარულები მესიჯს უგზავნიან იქაურ ხელმოცარულებს – ევროპარლამენტში რომ სხედან, კუბილიუსებსა და ფოტიგებს და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს.
ვინმეს რომ აინტერესებდეს ევროინტეგრაცია და მთავრობამ რა შეათანხმა, რა გრაფიკი დადო?! იქ შავით თეთრზე წერია – მომავალ თვეს ამას ვგეგმავთ, ჩაწერილია გრაფიკში. გამოვიდნენ, თქვეს, იმიტომ, რომ წაკითხული არ აქვთ. რამე საბაბს ეძებენ. როდის იყო ჩვენი რომელიმე ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზების სადამკვირვებლო მისიების გარეშე, ახლა რატომ უნდა ჩატარებულიყო?! ხელმოცარულები არიან, რით დაკავდნენ არ იციან”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ