ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა, როცა მას სწორედ იმიტომ მოუწია პოლიტიკური პროცესებიდან დროებით გაცლა, რომ თავზე აქვს მიღებული სერიოზული ტრავმა – მანჯგალაძე

ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა, როცა მას სწორედ იმიტომ მოუწია პოლიტიკური პროცესებიდან დროებით გაცლა, რომ თავზე აქვს მიღებული სერიოზული ტრავმა – მანჯგალაძე
ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა – როგორ ლაპარაკობენ ნიშნის მოგებით ლევან ხაბეიშვილზე, მაშინ, როდესაც თვითონ მიიყვანეს ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ნიშნის მოგებით არ უნდა საუბრობდეს მაშინ, როდესაც ერთი დამნაშავეც არ არის დაკავებული, ვინც მოქალაქეს, პარლამენტის წევრს და მათ კოლეგას ფიზიკურად ნახევარი საათის განმავლობაში უსწორდებოდა.
„ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა, როცა მას სწორედ იმიტომ მოუწია პოლიტიკური პროცესებიდან დროებით გაცლა, რომ თავზე აქვს მიღებული სერიოზული ტრავმა. როგორც მან მითხრა, ექიმების რეკომენდაციით, ის ვერ შეძლებს რაიონ და სოფელ-სოფელ სიარულს და აუცილებელია სპეციალური სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსის გავლა, მათ შორის უცხოეთში.
„ქართული ოცნება“ ნიშნის მოგებით როგორ საუბრობს ლევან ხაბეიშვილზე, როცა ერთი დამნაშავეც არ არის დაკავებული, ვინც მოქალაქეს, პარლამენტის წევრს და მათ კოლეგას ფიზიკურად ნახევარი საათის განმავლობაში უსწორდებოდა. მე არცერთი „ქოცი“ არ მინდა რომ იმ მდგომარეობაში ვნახო. როგორ ლაპარაკობენ ნიშნის მოგებით ლევან ხაბეიშვილზე, მაშინ, როდესაც თვითონ მიიყვანეს ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა“, – აღნიშნა მ .

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?