ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა

ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა
კიდევ ერთხელ საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე, რომელმაც ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა მხოლოდ სოცქსელებსა და ოპოზიციური მედიის ეთერებში. თითქოსდა ევროკავშირის წევრობას მოწყურებულმა მოსახლეობის უმრავლესობამ კი ეს ანგარიში უბრალოდ გაატარა, როგორც იტყვიან, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, რადგან, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში არსად არის ნახსენები, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა.
„კიდევ ერთხელ საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე, რომელმაც ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა მხოლოდ სოცქსელებსა და ოპოზიციური მედიის ეთერებში. თითქოსდა ევროკავშირის წევრობას მოწყურებულმა მოსახლეობის უმრავლესობამ კი ეს ანგარიში უბრალოდ გაატარა, როგორც იტყვიან.
ალბათ ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, უფრო სწორად შეუსაბამობას. ანგარიშში ევროკომისია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ელოდება კურსის ცვლილებას და ევროპულ გზაზე დაბრუნებას და მასთან ამ თემაზე დიალოგის გაგრძელებას. ეს წერია დოკუმენტში შავით თეთრზე და თან რამდენჯერმე.
რაკი ასეა, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ მათი პრეტენზიები საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით? თუკი ევროკომისია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ითხოვს რაღაცეებს და თუ დავუშვათ და ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, მაშინ ის მათთვის ლეგიტიმური გახდება?! ალბათ გახდება.
აშკარაა, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა. არჩევნებმა ევროკავშირს აჩვენა ის პოლიტიკური რეალობა რაც საქართველოშია და რასთანაც შეგუება მათ არანაირად არ სურთ.. ჯერჯერობით!“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია