“ხელისუფლება აწყობს გადატრიალებას – ხალხი უფლებამოსილია დროებით აიღოს ხელში ძალაუფლება” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, :
საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის.
ხელისუფლება არა თუ ყველაფერს არ აკეთებს ამისთვის, არამედ ფაქტობრივი საბოტაჟით არის დაკავებული და ეს დასტურდება ევრო-კავშირის პრაქტიკულად ყველა ლიდერის შეფასებებით. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან, ანუ აწყობს “რბილი ფორმით” სახელმწიფო გადატრიალებას. ასეთ დროს, ქართველი ხალხი უფლებამოსილია დროებით აიღოს ხელში ძალაუფლება და აიძულოს ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში. ყველა, ვინც შეეწინააღმდეგება ამ პროცესს, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო გადატრიალების თანამონაწილედ ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.
ეს განსაკუთრებით ეხებათ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებს.