„ხელისუფლებას ვერასდროს ვაპატიებ, ახალგაზრდებზე ხელი რომ აღმართა“ — ნაირა გელაშვილი

მწერალი ნაირა გელაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები და ძალადობა მომიტინგეების მიმართ „უნდა შეფასდეს როგორც გახანგრძლივებული 9 აპრილი“.
„უკიდურესად კრიტიკული პოზიცია მაქვს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალგაზრდებზე ხელი აღმართა. პირადად, ამას მათ ვერასოდეს ვაპატიებ. იმ ჩამსხვრეულ სახეებს და გაუბედურებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს ტრავმა მთელი ცხოვრება გაჰყვებათ, ვერ ვაპატიებ ვერც წარსულ და ვერც ახლანდელ ხელისუფლებას. ეს [დღეები] უნდა შეფასდეს როგორც გახანგრძლივებული 9 აპრილი, რადგან აქ მასობრივი მოწამვლა მოხდა. ვუსმინეთ ექიმებს, რომ ეს არის უცნობი ნივთიერება, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების სერიოზულ დაავადებას. ეს არის ის ტრაგიკული მდგომარეობა, როდესაც რუსის ჯარის ნაცვლად, საკუთარი ხელისფულება თავის ხალხს ასე გაუსწორდა, ჩემთვის ეს არის ტრაგედია“, — ამბობიგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება