„ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს უღალატა“ – კახა კინწურაშვილი რუსულ კანონზე

ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები მოატყუა, – ასე აფასებს მსახიობი კახა კინწურაშვილი პარლამენტრში რუსული კანონის შემობრუნებას. მისი თქმით, “ოცნება” ახლა საზოგადოების ორად გახლეჩვას ცდილობს, რაც ხალხმა არ უნდა დაუშვას.
ყველაფერი ამოტივტივდა და ყველაფერი ლანგარზეა. დაიდო ასეთი პირობა, რომ აღარასდროს ამ კანონს არ მიუბრუნდებოდნენ და ეს არის შენი მოსახლეობის, შენი ამომრჩევლის, შენი თანამოქალაქეების ღალატი. იმ გაერთიანების შემდეგ, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, მთავარუ მუხტი, რაც ამდენი წელია ჩვენს საზოგადოებას არ ჰქონია, რომ გაგვაერთიანა ფეხბურთმა, ყველას ერთმანეთი უყვარდა, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და რაღაც სხვა იმედები გაჩნდა და ამ დროს ისევ გახლეჩვა საზოგადოების. მემგონი, რომ არ უნდა შევეგუოთ ამას. როდესაც ამ პროფესიაში მომუშავე ადამიანები მხარს უჭერენ სისტემას და სისტემის ხმით ლაპარაკობენ, ეს ძალიან სევდიანია, – ამბობს კახა კინწურაშვილი.
დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.
პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.
მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ