ხელისუფლებამ პოზიციური ბრძოლა უკვე მოიგო თუნდაც იმით, რომ ო’ბრაიენი საქართველოში ჩამოდის

„ძალიან მარტივია იმის გამოცნობა, რომ ო’ბრაიენი საქართველოში არ ჩამოვიდოდა, ამერიკას რომ გარანტიები ჰქონოდა ამ პროცესში ოპოზიციის გამარჯვების. ოპოზიცია აგებს არა მხოლოდ ამ პროცესს კანონთან დაკავშირებით, არამედ, დამაჯერებლად აგებს მოახლოებულ არჩევნებს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ოპოზიციას სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწე მაშველ რგოლად მოევლინა.
„ძალიან მარტივია იმის გამოცნობა, რომ ო’ბრაიენი საქართველოში არ ჩამოვიდოდა, ამერიკას რომ გარანტიები ჰქონოდა ამ პროცესში ოპოზიციის გამარჯვების. ოპოზიცია აგებს არა მხოლოდ ამ პროცესს კანონთან დაკავშირებით, არამედ, დამაჯერებლად აგებს მოახლოებულ არჩევნებს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწე მაშველ რგოლად მოევლინებათ.
უკვე აღარავინ საუბრობს იმაზე, მიიღებენ თუ არა კანონს, ეს უკვე გადაწყვეტილია. აქ სავარაუდოდ, საუბარი იქნება უფრო მსხვილ თემებზე, ვიდრე „გამჭვირვალობის კანონია“. ამერიკა ბოლომდე დარწმუნდა ხელისუფლების სიმტკიცეში და სხვა მეთოდი აამუშავა. რა საკითხები მოაქვს პოლიტიკური ვაჭრობისთვის ო’ბრაიენს, ამას ალბათ შემდგომი მოვლენების ანალიზით მივხვდებით.
ოდნავ მაინც მოაზროვნე უნდა მიხვდეს, რომ აქ საუბარი არ იქნება რუსეთზე, რუსეთთან ამერიკა ისედაც კარგად ვაჭრობს, აქ სავარაუდოდ საუბარი იქნება ჩინეთზე და საქართველოს ახალ ისტორიულ შესაძლებლობებზე. ამერიკას მოქნილი პოლიტიკა აქვს და რაც ხელიდან უკვე გაექცა, იმას აღარ გაეკიდება. ის შეეცდება ახლებურად დაალაგოს ის პოლიტიკა, რომელიც ამ კონკრეტული მოცემულობიდან შეუქმნა მას საქართველოს ხელისუფლებამ. ფაქტია, ხელისუფლებამ პოზიციური ბრძოლა უკვე მოიგო და ამაზე მიუთითებს თუნდაც ო’ბრაიენის ჩამოსვლა,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა