ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო, თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ

ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო, თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ
ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო. აქედან ჩანს, რომ თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა მ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას, ვინც ეწინააღმდეგება „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, სინამდვილეში, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – ეს ქვეყანა არასოდეს დაასვენოს და მუდმივად ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეზე ატაროს.
„სახელმწიფოს მუდმივ მტრობაზე, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია, პასუხისმგებლობას ინაწილებს ყველა მისი მხარდამჭერი და ამომრჩეველი. ყველა იმ ამომრჩეველმა, რომელმაც 2021 წელს ხმა მისცა „ნაცმოძრაობას“, ხაზარაძის ან გახარიას პარტიას, „გირჩს“ ან სხვა რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ხმა მისცა არეულობას და მეორე ფრონტს საქართველოში. თითოეულ ამ ამომრჩეველს მოვუწოდებ, ოქტომბერში თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე უკეთესად გაიაზროს,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სააკაშვილს, გვარამიას და კეზერაშვილს უმანკო კრავებად გვიცხადებენ

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ