ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართა, ავღანეთში დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში

შეჯიბრში 2014-2015 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 6 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – ხელვაჩაურის საჯარო სკოლა
II ადგილი – თხილნარის #1 საჯარო სკოლა
III ადგილი – ახალსოფლის საჯარო სკოლა
ტურნირის მონაწილე და გამარჯვებულ გუნდებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ, გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მეკარე და ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ტურნირში გამარჯვებული გუნდები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთევან დევაძემ, მინდია აბაშიძის ძმამ და მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი -“ხელვაჩაურის ღია პირველობა მინი ფეხბურთში”, მიზნად ისახავს გმირი ჯარისკაცის ხსოვნის უკვდავყოფას, მინდია აბაშიძე, მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ის 2012 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც ჩანს, ნოდარ მელაძეს ბავშვობაში მოუყვნენ “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”, თავად რომ წაეკითხა, უფრო კარგად გადაიღებდა დეტექტიური ჟანრის სიუჟეტებს და შედეგიც მისი პოლიტიკური დამკვეთებისთვისაც მეტად ეფექტური იქნებოდა

“რეალური რუსეთი”საქართველოს მიწა-წყალზე ამ ტიპმა და მისმა “ბეჭდების მბრძანებელმა” შემოიყვანეს, მანამდე კი, დამატებითი ტერიტორია უსაჩუქრეს გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენის ხარჯზე – დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე აგებინებდა კაცი ამ იმბეცილებს პასუხს