ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავების პროცესი მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავების პროცესი მიმდინარეობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.
ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ, მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ 250 ჰა- ფართობი დამუშავდება.
მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების პროცესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ადგილობრივი ფერმერებისათვის. ისინი შეძლებენ დროულად თესვის სამუშაოების განხორციელებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაზე, მერიის სამსახურის წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი

დღევანდელი მილიონიანი მარში იყო მაგალითი იმისა, თუ რომელი ფასეულობების დაცვას შეუძლია ამ ქვეყანაში ყოველგვარი ორგანიზაციის თუ მოსყიდვის გარეშე ქუჩაში, ტაძრებთან მილიონი ქართველი გამოიყვანოს