ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” მორიგი სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” მორიგი სხდომა გაიმართა
სხდომას საბჭოს თავმჯდომარე ირმა მგელაძე უძღვებოდა, მან სხდომის მონაწილეებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი გააცნო.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 2025 წლის ბიუჯეტის 6 თვის შედეგების მიმოხილვა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
საბჭოს წევრებმა მოისმინეს და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერს, რეკომენდაციის სახით წარედგინება.
მერის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” საქმიანობის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი