ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან, მერის მოადგილესთან, საკრებულოს წევრებთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
გაწმენით სამუშაოებში, მერიის ბალანსზე არსებული აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სხვა უწყებების ტექნიკაა ჩართული.
უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მობილიზებულია სხვადასხვა უწყებები, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ეხმარებიან, როგორც ადგილზე, ასევე გადაყვანითაც აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება.
დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია ხარვეზით მიეწოდებოდა ადმინისტრაციულ ერთეულებს და სოფლებს. ეპ ჯორჯიას ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში ახორცირლებს დაზიანებული ელ. სადენების აღდგენით სამუშაოებს. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 80 – მდე აბონენტს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა, ასევე დააზიანა რამოდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, აღნიშნული მოქალაქეები გადაყვანილი არიან დროებით უსაფრთხო ადგილას, ამინდის გაუმჯობესებისთანავე საკითხს შეისწავლის შესაბამისი კომისია, რის შემგდომაც მოქალაქეებს გაეწევათ დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს