ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალისოფელი – ავგიას მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

3 კილომეტრიან მ საავტომობილო გზაზე თანამედროვე სტანდარტების ინფრსტრუქტურა მოეწყობა: აშენდება დამცავი ნაგებობები, მოეწყობა სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის კიუვეტები, ბეტონის ბორდიურები და დაიგება ასფალტობეტონის საფარი, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს დამცავი ნაგებობების მშენებლობა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 789 123 ლარს შეადგენს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან მამუკა თურმანიძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ასევე დაგაინტერესებთ