ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში – EBIT 2024 მონაწილეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში – EBIT 2024 მონაწილეობს, მასში 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიაა ჩართული.
გამოფენაზე მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი იარაღი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთები, ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული სიმღერები და ფოტო გამოფენა წარადგინეს, რაც ტურისტებს გარკვეულ შთაბეჭდილებას შეუქმნის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ღონისძიების მიზანი, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლაა, საგამოფენო კომპანია “Expo Batum”-ის ორგანიზებული გამოფენა დღეს გაიხსნა და 12 მაისს დაიხურება.
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო უწყების, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ს მერიისა და საკრებულოს წევრებმა, ტრაპიზონისა და ართვინის გუბერნატორებმა, ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაქვს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის და სამართალდამცავების პროვოცირების მიზნით, ყველასთვის ცნობილი რადიკალური დაჯგუფებების მიერ განხორციელდეს პროვოკაციები