ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
ხელვაჩაურში მცხოვრებ ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრს, საჩუქრად 300 ლარი გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მემორიალის შესამკობად და გმირთა პატივსაცემად, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება მუდმივად დადებითად აირეკლება ეკონომიკაში, მოქალაქეთა ცხოვრებაში, იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, უფრო გვაახლოებს ქართველთა სანუკვარ იდეასთან – გამთლიანებასთან

მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც ჩვენს არჩევნებში გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!