ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება ,,ბოლო ზარი 2024“ გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება ,,ბოლო ზარი 2024“ გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება ,,ბოლო ზარი 2024“ გაიმართა.
ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ, ახალგაზრდებმა მათ მიერ დადგმული პროგრამა წარმოადგინეს.
დღეს, ყველა მეთორმეტე კლასელს ერთი საერთო სათქმელი აერთიანებს, ბოლო ზარი, ხომ ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული, ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული გწყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის, სტუდენტობისთვის ემზადები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და მობრძანებულმა სტუმრებმა, მოსწავლეებს უამრავი კეთილი სურვილებით მიულოცეს სკოლის დასრულება და წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
ღონისძიებას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და სტუმრები ესწრებოდნენ.
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების მიზნით შექმნილი, კომისიის მორიგი სხდომა გამართა

ასევე დაგაინტერესებთ