ხელვაჩაურის მერმა ახალსოფლის მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახალსოფლის საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად, გაეცნო და ახალსოფელში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
საბავშვო ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.
სამუშაოებს აწარმოებს – შპს “მტმ”.პროექტის ღირებულება – 5 178 548 ლარი.
მერმა, თხილნარის და ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის მოწყობის სამუშაოებიც მოინახულა.
სოფელი თხილნარი (აგარა) – ცენტრალური გზიდან დუმბაძეების მიმართულებით შიდა სასოფლო გზა. პროექტის ღირებულება – 50 783 ლარი.
სოფელი ზედა ახალშენი – შამილაძეებისა და ხარაძეების დასახლებაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 30 420 ლარი.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია