ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ორთაბათუმის ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ორთას ადმინისტრაიცულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
მერმა, კაპრეშუმის სოციალური სახლის მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რვა სართულიანი შენობის ბოლო სართულის დასხმის სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს – შპს “ფორუმს კონტრაქტს ლიმიტედის საქართველოს ფილიალი”. პროექტის ღირებულება – 11 130 046 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს