“ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე… არ აინტერესებთ, სად დაარტყამენ” – ზელენსკი მის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობაზე

საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი დღეს ოდესაში ჩავიდა და თავისი ქვეყნის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა ს. ის პრეზიდენტ ს შეხვდა.
საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, ოდესაზე ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა არც თუ ისე შორის იმ ადგილიდან, სადაც ზელენსკი იმყოფებოდა. საბერძნეთის პრემიერი კი, მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.
შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია მაინც შედგა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ის პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა.
“ჩვენ ვნახეთ ეს დარტყმა. ხედავთ ვისთან გვაქვს საქმე,” – ასეგამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში რუსების მიერ მისსა და საბერძნეთის პრემიერმინისტრის კორტეჟებზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობას:
“ჩვენ დღეს ვნახეთ ეს დარტყმა. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, არ აინტერესებთ, სად დაარტყამენ. მე ვიცი, რომ დღეს იყო მსხვერპლი, ჯერ არ ვიცი ყველა დეტალი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები… უპირველეს ყოვლისა უნდა დავიცვათ თავი. ამის საუკეთესო გზა საჰაერო თავდაცვის სისტემაა,” – განაცხადა ზელენსკიმ

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის