ხაშურში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გამო, 51 წლის კაცი დააკავეს. ტვ პირველის ცნობით, ძალადობის მსხვერპლი 16 წლის ბიჭია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბიჭს დანით ემუქრებოდა.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.