ხაშურის ქუჩებში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქცია-მსვლელობის მონაწილეები ქალაქის ქუჩებში ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით გადაადგილდებოდნენ. მათი განცხადებით, ისინი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ.
დემონსტრანტები იმყოფებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც, სადაც სიმბოლურად თეთრი ფურცლები დატოვეს, სადაც შავი წერტილებია გამოსახული. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
ასევე აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ ქართული ოცნების ოფისთანაც, რომელსაც კვერცხები ესროლეს და ჩამოხსნეს „ქართული ოცნების“ დროშა.
მოქალაქეები მსვლელობით მივიდნენ ხაშურის პოლიციის განყოფილებასთანაც და სამართალდამცველებს მოუწოდეს, რომ ხალხის წინააღმდეგ არ იმოქმედონ. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვეს აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.