ხაშურში „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოფისი გაიხსნა

ხაშურში, ლესელიძის ქუჩა N6/8-ში „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოფისი გაიხსნა.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ხაშურის ოფისის გახსნის დროს განაცხადა, ოქტომბრის არჩევნებში სახელმწიფოს წაგების უფლება არ აქვს.
მისივე თქმით, ქვეყანა არის სწორ რელსებზე დასაყნებელი, რადგან სახელმწიფოებრივი საფუძვლები გამოცლილია.
„ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, რადგან ვიყოთ ბედნიერები. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ძლიერ და ბედნიერ სახწლმწიფოში, სადაც ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდება განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. ამ არჩევნებზე ყველანი უნდა მივიდეთ: ხაშურელი, თბილისელი, გორელი, ყველა კუთხიდან უნდა გამოვიდეთ და საარჩევნო უბანზე მივიდეთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სამართლიანობოს განცდა. გვჯერა გამარჯვების, არასდროს ასეთი შანსი არ გვქონდა. მე მჯერა, რომ ეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ალტერნატივად იქნება დანახული. მჯერა, რომ ამ ისტორიულ არჩევნებზე ბევრი შემოხაზავს 4-ნომერს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)