ხატია დეკანოიძე – 26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14-მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც უპირველესად, მოხმარდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას

26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14-მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც უპირველესად, მოხმარდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას – საქართველო იქნება სრულიად განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა კითხვას, -ის მიერ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვხედავთ კონკრეტულ მაგალითებს იმისა, რომ მმართველმა გუნდმა და ბიძინა ივანიშვილმა საქართველო სრულ იზოლაციაში შეიყვანეს.
“ფაქტია და ჩვენ ვხედავთ უკვე ძალიან კონკრეტულ მაგალითებს იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანეს სრულ იზოლაციაში. რა თქმა უნდა, ეს იზოლაცია ზუსტად მათი განზრახვას, რათა საქართველოში იყოს ემიგრაცია სიღატაკე. ამ დროს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ 26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14 მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც უპირველესად, მოხმარდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, სოციალურ პროექტებს, ეკონომიკას. საქართველო იქნება სრულიად სხვა და განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ