ხატია დეკანოიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი, კატეგორიული და ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას სამარცხვინო საქციელზე – იძულებულები იქნებიან, სპეცრაზმის საშუალებით გაიპარონ პარლამენტის შენობიდან

ახლა ტელევიზორებთან ჯდომის დრო არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ძალიან სწორი, კატეგორიული და ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას ამ სამარცხვინო საქციელზე, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო.
დეკანოიძის თქმით, ამ კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატები იძულებულები იქნებიან, რომ სპეცრაზმის საშუალებით გაიპარონ პარლამენტის შენობიდან.
„მიუხედავად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებისა, რომ საქართველო თუ ამ კანონს ხელისუფლება მხარს დაუჭერდა, ვეღარ გახდებოდა ევროკავშირის წევრი. დღეს ს ზუსტად ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ჰქონდა შეხვედრა. მიუხედავად ამ კატეგორიული გაფრთხილებისა, დღეს 83-მა ადამიანმა ამ დარბაზში ხელი მოაწერა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას . გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა ს სასარგებლოდ გააკეთა, მაგრამ ხალხი, ვინც ახლა გარეთ დგახართ, თითოეული თქვენგანი, ჩვენი შვილებიც და ოჯახებიც ყველა გარეთ არის. თითოეული თქვენგანის გეოპოლიტიკური არჩევანი არის ევროპა. ამიტომ, მე გთხოვ, ახლა ტელევიზორებთან ჯდომის დრო არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ძალიან სწორი, კატეგორიული და ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას ამ სამარცხვინო საქციელზე. როცა ამ კენჭისყრის შემდეგ იძულებულები იქნებიან, რომ სპეცრაზმის საშუალებით გაიპაროს ყველა პარლამენტის შენობიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან ხატია დეკანოიძემ მიმართა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, პოლიციას და ს.
„მივმართავ პოლიციას, შს მინისტრს გომელაურს, მივმართავ თითოეულ პოლიციელს და ირაკლი კობახიძეს: ბეწვი არ ჩამოუვარდეთ ჩვენს შვილებს, თავი დაანებეთ მათ, ნუ გაქვთ ახალგაზრდებთან, ქალებთან, გოგოებთან დიდი გული ნიღბიანი სპეცრაზმელების მეშვეობით. არავის ჩამოუვარდეს ბეწვი და თითი არავის დააკაროთ“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ