ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილზე – თუ გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და დარჩეს თუნდაც როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია კოალიციური მთავრობა შეიკრას ბალანსისთვის და ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის.
დეკანოიძემ ასევე ისაუბრა, ს როლზე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაში და აღნიშნა, რომ თუ გადაწყვეტს რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და დარჩეს თუნდაც როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება.
„მისი როლის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა თავად უნდა გასცეს კითხვებს პასუხი. მან გასაგებად თქვა, რომ იგი ხედავს საკუთარი კადენციის დასრულებაში თავის როლს. მაგრამ ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ თუ გადაწყვეტს რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და დარჩეს თუნდაც როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს დადგა ის დრო, როდესაც საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა, მრავალპარტიული წყობის შემოტანა და ეს არის საქართველოს ინტერესი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც