ხატია დეკანოიძე – პრეზიდენტთან შეხვედრა ემსახურება იმას, თუ როგორი უნდა იყოს კოორდინაცია და როგორ დავუპირისპიროთ საზოგადოების ძალისხმევა „ქართული ოცნების” ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას

ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად კოორდინაცია იმ კონტექსტში, რომ დავუპირისპიროთ მთელი საზოგადოების ძალისხმევა ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას ება იმას, რომ თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად კოორდინაცია იმ კონტექსტში, რომ დავუპირისპიროთ მთელი საზოგადოების ძალისხმევა ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] „ქართული ოცნების“ მხრიდან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ამით მმართველ გუნდს სურს, რომ „დისკრედიტაცია და სტიგმატიზაცია მოახდინონ ყველა იმ სამოქალაქო თუ არა არასამთავრობო სექტორის, რომელიც მათ შორის, დააკვირდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს“.
„თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს დრო და დრო ინფორმაციის გაცვლა სურს ხოლმე. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად კოორდინაცია იმ კონტექსტში, რომ დავუპირისპიროთ მთელი საზოგადოების ძალისხმევა ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს გულისხმობს იმას, რომ რუსული კანონმდებლობა კვლავ შემოიტანეს, კვლავ უნდათ მიიღონ. ამის შემდეგ, დისკრედიტაცია და სტიგმატიზაცია მოახდინონ ყველა იმ სამოქალაქო თუ არა არასამთავრობო სექტორის, რომელიც მათ შორის, დააკვირდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის ევროკავშირის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. იმიტომ, რომ ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება ამ კონტექსტში მხოლოდ და მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ებრძვიან იმ საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც ჩვენს სამოქალაქო სექტორს ეხმარებიან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.