ხატია დეკანოიძე – პარტნიორებს ზუსტი წარმოდგენა აქვთ ყველაფერზე, რაც ხდება – არავინ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ევროკავშირი და საერთაშორისო პარტნიორები

არავინ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორ, ერტ იან კოზმანთან საპარლამენტო პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
დეკანოიძემ საუბრის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ პარტნიორებს აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმ ვითარებაზე, რაც საქართველოში ხდება.
“ჩვენს პარტნიორებს ზუსტი წარმოდგენა აქვთ ყველაფერზე, რაც ხდება. რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება. პირველი საკითხი არის ს გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გეოპოლიტიკურ არჩევანს არ ემთხვევა. ნებისმიერი სხვა პუნქტის შესრულებაზე როდესაც არის საუბარი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მკვეთრი შემობრუნება სკენ. ამიტომ, ეს არის ის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც არის რუსეთის სასარგებლოდ. მეორე პუნქტი ეხება იმ ძალადობას, რომელიც გუშინ მოხდა, ადამიანების დაკავებები და დაშავებები. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ასევე ლევან ხაბეიშვილზე, მათ ჰქონდათ ძალიან ზუსტი ინფორმაცია და ასევე, ეს შეეხებოდა შედეგებს, რომელიც დადგება “ქართული ოცნებისთვის” იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს უგულებელყოფენ. ნებისმიერ ამ ფაქტორზე საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინფორმაციო. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ის კოორდინაცია, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან. ერთი რამ შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არავინ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები”,-განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ერტ იან კოპმანი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში საპარლამენტო პარტიებს შეხვდა.