ხატია დეკანოიძე ოხანაშვილს – ბატონო ანრი, შეურაცხყოფა ისეთმა ადამიანმა უნდა მომაყენოს, რომელიც რამეს წარმოადგენს, არცერთი ჩვენგანი არ მიიღებს შეურაცხყოფას ივანიშვილის მსახურისგან

ბატონო ანრი, შეურაცხყოფა ისეთმა ადამიანმა უნდა მომაყენოს, რომელიც თვითონ რამეს წარმოადგენს, ამიტომ არცერთი ჩვენგანი შეურაცხყოფას არ მიიღებს ს მსახურისგან – თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის დამნიშნავი პოლიტიკური ძალა მე მელაპარაკება ღალატზე?, – ასე უპასუხა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელმაც პარლამენტში ხატია დეკანოიძესთან კამათისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სთხოვა, გადაეღოთ, “როგორ გამოიყურება ღალატის სახე”.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობაზე საუბრობს, თუმცა როდესაც რამდენჯერმე შემოსავლების სამსახურს „ქართუსთან“ დაკავშირებით წერილით მიმართა, პასუხი არ მიუღია.
„მე შარშან სამჯერ გავაგზავნე შემოსავლების სამსახურში წერილი „ქართუსთან” დაკავშირებით. თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, მე შემოსავლების სამსახურმა რატომ არ გამომიგზავნა წერილი და რატომ არ მოახსენა საქართველოს პარლამენტს, რით არის დაკავებული „ფონდი ქართუ“? სად არის ეს წერილი? თუ თქვენ ბიძინა ივანიშვილის გამჭვირვალობაზე არ ზრუნავთ?“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.