ხატია დეკანოიძე: მდინარაძე მოხვდება სასანქციო ყულაბაში

“ერთობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ხატია დეკანოიძე კონგრესმენების წერილს ეხმიანება, სადაც ისინი სახელმწიფო დეპარტამენტისგან “ქართული ოცნების” რიტორიკაზე საპასუხო ზომების მიღებას და აშშ- ს საელჩოს ყოფილი თანამშრომლების დაცვას ითხოვენ.
“ამერიკელები მტრებად გავიხადეთ, ხოლო რუსები – მადიდებლებად”- ასეთია ოპოზიციონერის შეფასება.
აშშ-ს კონგრესის წევრები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს – დაიცვას აშშ- ს საელჩოს ყოფილი თანამშრომლები და დიპლომატები ქოცების თავდასხმისგან. წერილში აქცენტია მდინარაძეზე, რომელმაც მთავარი პროპაგანდისტული ხაზი ააწყო.
მდინარაძე მოხვდება სასანქციო ყულაბაში, როგორც ჩანს.
წარმოუდგენელ რეალობაში ვართ – ამერიკელები მტრებად გავიხადეთ, ხოლო რუსები – მადიდებლებად”- წერს ხატია დეკანოიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს