ხატია დეკანოიძე – თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, დიდი შანსია კანდიდატის სტატუსზე ჩავარდა გვქონდეს

შეიძლება ფარცხალაძის საქმე მალე დაიხუროს, ამიტომ სრულად ვიზიარებ -ს ელჩის პოზიციას. მათი შეშფოთება გასაგებია- ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხანია გვაქვს,- ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
დეკანოიძის შეფასებით, თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, დიდი შანსია კანდიდატის სტატუსზე ჩავარდა გვქონდეს.
„საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდა მცდელობა, შეგვექნება საგამოძიებო კომისია დასანქცირებულ მოსამართლეებზე, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პირველი არის ის, რომ ქვეყანა შესაბამისობაში მოვიდეს საგარეო პოლიტიკასთან, რაც არ ხდება. ეს დათქმა არის სერიოზული დათქმა და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ძალიან სერიოზულად უყურებენ იმას, რომ ფარცხალაძე, რომელიც არის „ეფესბეს“ აგენტი თავისუფლად გადაადგილდება. გარდა ამისა, შეიძლება ფარცხალაძის საქმე მალე დაიხუროს, ამიტომ სრულად ვიზიარებ აშშ-ს ელჩის პოზიციას. მათი შეშფოთება გასაგებია. ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხანია გვაქვს. ხელისუფლება უნდა ესმოდეს ძალიან მარტივი რამ – 15 დეკემბერს გადაწყდება, მოხდება თუ არა კანდიდატის სტატუსის ფორმალიზება. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ეს არის პირველი ეტაპი. თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს, ასევე ჩვენი პარტნიორების და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, რა თქმა უნდა, დიდი შანსია სტატუსზე ჩავარდა გვქონდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?