ხატია დეკანოიძე – თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტს პოლიტიკაში შემოსვლას, რაიმე პლატფორმის მხარდაჭერას ან ახლის შექმნას, ეს საინტერესო იქნება

თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტს რაიმე პლატფორმის მხარდაჭერას ან ახლის შექმნას, ეს საინტერესო იქნება – სააკაშვილის გათავისუფლება გამბედავი გადაწყვეტილება იქნება მისი მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, თუმცა, თუ მან პოზიცია შეცვალა ეს გამოჩნდება. ამასთან დეკანოიძე აღნიშნავს, რომ არ აქვს ინფორმაცია როგორია პრეზიდენტის სამომავლო გეგმები მის პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით.
„როგორი იქნება და როგორია მისი მოსაზრებები ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რაც საჯაროდ განაცხადა. თუმცა, ვფიქრობ, თუ იგი გადაწყვეტს პოლიტიკაში შემოსვლას, რაიმე პლატფორმის მხარდაჭერას ან ახლის შექმნას, ეს საინტერესო იქნება ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვანი ს წინ, როცა პრაქტიკულად გვაქვს არჩევანი მომავალს, ევროკავშირს და იმ მდგომარეობას შორის, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, ამიტომ დაველოდოთ.
ს შეწყალებაზე ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. მე ვფიქრობ, თუ ქვეყანას სურს ნამდვილად ევროპული მომავალი, მაშინ პრეზიდენტების გასამართლება და ციხეში ყოფნა გაცილებით მძიმე მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალიან ცუდი და მძიმე“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არასდროს განუცხადებია და ის არ აკეთებს კომენტარს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ამბობს, რომ ვინმეს იწყალებს. რაც შეეხება არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ასეთ შემთხვევაში, ყველაფერს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად