ხატია დეკანოიძე – ენტონი ბლინკენის განცხადება ნიშნავს იმას, თუ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევს, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება – ამით საქართველო ზარალდება

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ს განცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევს, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება.
დეკანოიძის თქმით, აღნიშნულით „უპირველესად, საქართველო ზარალდება” და ეს ყველაფერი “ქართული ოცნების” და ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება.
„ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მთელი საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო მიუთითებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ ეს კანონი არის საქართველოს დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის საწინააღმდეგო. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, განსაკუთრებით ასეთი მაღალი თანამდებობის პირის, ნიშნავს იმას, რომ თუ ამ კანონს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, ანუ გადალახავს ვეტოს, იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება, მაგრამ განსაკუთრებით ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში უპირველესად, საქართველო ზარალდება – არ გაგვეხსნება მოლაპარაკებები; დავაზიანებთ -სთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს ყველაფერი იქნება “ქართული ოცნების” და ივანიშვილის პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, “უცხოეთის აგენტების კანონით” შეშფოთებულები არიან და ის “პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი”.
ბლინკენის თქმით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამაზე საპასუხოდ. მისივე თქმით, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ