ხარკოვსა და სუმიში მსხვერპლია – რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ს საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს.
დილის 7 საათის მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა 54 ადამიანი. ტერეხოვის ცნობით, დარტყმა უშუალოდ შეეხო მრავალსართულიან სახლს, რომლის ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაზიანებულია 20-ზე მეტი მრავალბინიანი და 30-ზე მეტი კერძო სახლი.
ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ქალაქ სუმიში. მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტიომ კობზარის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა სამი დრონით დაარტყეს სამრეწველო ობიექტს. კობზარი კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს.
გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო ქალაქ ნიკოლაევზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა კერძო საწარმოს საწყობებში, სადაც საყოფაცხოვრებო საქონელი ინახებოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია