ხარკოვზე ბოლო რამდენიმე საათში დრონებით მეორე შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა დღეს დილიდან უპილოტო საფრენი აპარატებით მეორედ მიიტანეს შეტევა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.
ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღის 12 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, დაშავდა 11 ადამიანი.
ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ცნობით, ერთ-ერთი დრონი ორსართულიან სახლს მოხვდა. დაზიანებულია სხვა შენობებიც.
რამდენიმე საათით ადრე, რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხარკოვში დაშავდა 27 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ხანძარმა მოიცვა 9-სართულიანი საცხოვრებლი კორპუსის მერვე სართული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს