ხარკივის რეგიონის რამდენიმე დასახლებაში პოზიციებისთვის ბრძოლა გრძელდება

“უკრაინის ჯარი კვლავ აკონტროლებს ვოვჩანსკის 60 %-ს და კარდაკარ იბრძვის ხარკივის რეგიონის სასაზღვრო ქალაქის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად”, – ამბობენ უკრაინელი ოფიციალური პირები ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის აღწერისას.
მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ვოვჩანსკზე კონტროლის დამყარება მოსკოვის უდიდესი მონაპოვარი იქნება მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში მან ხარკივის რეგიონზე შეტევა დაიწყო.
“მტერი განაგრძობს მცდელობას, განსაკუთრებით კი ვოვჩანსკის სიღრმეში, ცდილობენ უკრაინელი ჯარისკაცების ქალაქიდან განდევნას. ქალაქის 60 %-ს კვლავ შეიარაღებული ძალები აკონტროლებს, რაც ნიშნავს, რომ შეტევები არ შეწყდება”, – ამბობს ხარკივის გუბერნატორის მოადგილე რომან სემენუხა, ეროვნული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ სუნიეჰუბოვი ამბობს, რომ ფრონტის ხაზი ახლა მდინარე ვოვჩის გასწვრივაა, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს.
“ჩვენი ჯარისკაცები ცდილობენ ქალაქის დაცვას ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ. მტრის გეგმა, რეგიონის ჩრდილოეთი სწრაფად ჩაეგდო ხელში, წარუმატებელი იყო”, – თქვა გუბერნატორმა.
ვოვჩანსკის პოლიციის უფროსი გასულ კვირას ამბობდა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქში გარკვეული პოზიციები დაიკავეს და სიტუაცია “უკიდურესად რთული” იყო.
რეგიონში ს იერიშმა ვოვჩანსკისა და ლიფცის მიდამოებში, აიძულა იქ დამატებითი ძალები გაეგზავნა, რაც აღმოსავლეთით და სამხრეთით, 1000 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე, უკრაინის ძალებისთვის თავდაცვას კიდევ უფრო ართულებს.
უკრაინის გენერალური შტაბი ამბობდა, რომ ერთ-ერთ დასახლებაში – სტარიციაში, რუსეთის საზღვრიდან 5 კმ-ით დაშორებულ სოფელში, რუსების იერიში მოიგერიეს და თავდაცვითი პოზიციები გააძლიერეს.
სემენუხა ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10 მაისის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთმა ხარკივის რეგიონზე შეტევა გააძლიერა, 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს განაცხადა, რომ სრული კონტროლი დაამყარა ერთ-ერთ დასახლებაზე, ლუჰანსკის რეგიონში, ბილოჰორივკაზე და ამ ზონაში “უკეთესი პოზიციები დაიკავა”. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მისი ძალები ჩართულნი არიან უკრაინის ხარკივის რეგიონში, ვოვჩანსკის, სტარიციას და ჰლუბოკის მიდამოებში, სადაც მათი თქმით, ორი კონტრიერიშის მოგერიება შეძლეს.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონზე იერიში მას შემდეგ გააძლიერა, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს იყო “რუსეთის სასაზღვრო რეგიონების დასაცავად, ბუფერული ზონებისთვის საჭირო ოპერაცია”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა თვისება, რომლის დაფარვასაც „ნაციონალები“ გულმოდგინედ ცდილობენ – ფეხბურთელები „მოღალატეებად“ იქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სულისკვეთება არ გაიზიარეს