ხარკივზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა

რუსული ძალები კვირას, 3 ნოემბერს, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივსა და მის მიმდებარე რეგიონს, მართვადი საჰაერო ბომბებით თავს დაესხა. შედეგად, მინიმუმ, 15 ადამიანი დაშავდა, – განაცხადა ხარკივის რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა.
თავდასხმამ დააზიანა ორი საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტის ფანჯარა, ორი სუპერმარკეტი, კაფე, 21 ჯიხური და სავაჭრო ცენტრი.
ხარკივში დაშავებულთა შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თქვა გუბერნატორმა.
ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი, ს საჰაერო თავდასხმების ხშირი სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში ში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
სინიეჰუბოვმა თქვა, რომ რუსულმა ძალებმა ძლიერ დააზიანა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კივშარივკაში, კუპიანსკთან მდებარე პატარა ქალაქში, ხარკივის აღმოსავლეთით.
რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ ტიმოშკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს