სპეცრაზმის სანქცირებული შეფი ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. “ხარება”, იგივე ზვიად ხარაზიშვილი, ამჯერად “ამერიკული ჰოსპიტალის” ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს.
“პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევებისთვის იყო გადაყვანილი.
წყარო ამტკიცებს, რომ გდდ-ის შეფს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, “ხარებას” კლინიკაში გადაყვანას ხმაური მოყვა. ჰოსპიტალის ტერიტორიაზე დაცვის სამსახურით ალყაშემორტყმულ სპეცრაზმის ლიდერს, მის მიერ დარბეული აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეხვდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ისმოდა შეძახილები “მონა”.
არსებული ინფორმაციით, “ხარება” ამ დრომდე კლინიკაში რჩება. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტების შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ.
