ხარება თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე: ყველაფერი შესაძლებელია

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ “ყველაფერი შესაძლებელია”.
გდდ-ს ხელმძღვანელი Palitra News-ის ჟურნალისტის კითხვას, განიხილავს თუ არა თანამდებობის დატოვებას ახლა, ხარება პასუხობს: “არაფერი, არაფერი”.
ის ამბობს, რომ “რა თქმა უნდა” არასწორია ინფორმაცია, თითქოს ახლა თანამდებობის დატოვებას განიხილავს.
დროებას სანდო წყარომ შეატყობინა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას, წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
წყაროს თანახმად, მას გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.