“ხარება” ვიცე გუბერნატორს შურისძიებით ემუქრება – მედია

“ხარებას” ნაცემი სპეცრაზმელები – “შაბათის ეთერს” ინფორმირებული წყარო უყვება, რომ დიდი დაპირისპირება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ “ხარებას” და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის დაჯგუფებებს შორის 10 ივნისს რესტორანში დაიწყო.
“ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მოწოდებული ინფორმაციით, იმ დღეს “მაგნოლიაში” გიორგი შინჯიკაშივლის ახლო გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ზურაბ ობოლაშვილი იგივე „თუნგია“ და კიდევ რამდენი პირი ქეიფობდნენ. ამავე რესტორანში იყო სპეცრაზმის ელიტური დანაყოფი იგივე – „ხარებას“ რაზმი. ერთ- ერთი ვერსიით, ნასვამ სპეცრაზმელებსა და ვიცე გუბერნატორის გარემოცვას შორის სიტყვიერი გარჩევა სწორედ რესტორანში დაიწყო, მაგრამ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.
რესტორანში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება „შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ქუჩაში ჯერ საქმის გარჩევით შემდგე კი ხელჩართული ჩხუბით გაგრძელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილზე მივიდა სპორტსმენების არაფორმალურ დაჯგუფებასთან ერთად გიორგი შინჯიკაშვილიც და სპეცრაზმელების ცემაში თავადაც მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, “ხარებამ” ვიცე-გუბერნატორს სწორედ ეს არ აპატია.
“შაბათის ეთერს” სოფელ მარტყოფში, საადაც ვიცე გუბერნატორი ცხოვრობს დაუდასტურეს, რომ გიორგი შინჯიკაშივლს ჩხუბიდან მეორე დღეს სპეცრაზმელები ეძებდნენ და მის მოსაძებნად სოფელში შავი ჯიპების ესკორტი გაადვილდებოდა.
“შაბათის ეთერმა” თემის გარკვევა გიორგი შინჯიკაშვილთან სდადა, თუმცა ვიცე გუბერნატორის სახლს არაფორმალური დაჯგუფება იცავს და მედიას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
სპეცრაზმის ელიტური დანაყოფის წევრების ცემის გამო, “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, “ხარება” პირადი ანგარიშობებით იმუქრება და მისივე თანაგუნდელებს ეუბნება, რომ ე.წ. აბაროტი მან უნდა აიღოს. გარდაბანში “შაბათს ეთერის” უყვებიან, რომ სპეცრაზმი ვიცე გუბერნატორს სამსახურშიც ეძებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე თვალჭრელიძე – ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი