ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი აღარაა.
ამ თანამდებობაზე ის რომან ქარცივაძემ შეცვალა.
გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, გელა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს – მარიამ ტაბატაძე, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია:
· ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა;
· ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;
· ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორიდან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე გადაინაცვლა;
· საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა;
· თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
· კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
· ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;
· ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
· სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
· იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
· შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი.
