“ხარებას” მოადგილე, სანქცირებული მირზა კეზევაძე სისტემაში დააბრუნეს (ვიდეო)

-ის სახაზინო დეპარტამენტის, „მაგნიტსკის სიაში“, გაერთიანებული სამეფოს, ბალტიის ქვეყნებისა და ჩეხეთის მიერ სანქცირებული მირზა კეზევაძე სისტემაში დაბრუნდა.

“შაბათის ეთერმა” დაადგინა, რომ მომიტინგეთა დარბევების ორგანიზატორად მიჩნეული კეზერაძე სუს-ში, სპეცრაზმში დაასაქმეს.

კეზევაძემ “შაბათის ეთერთან” მისი იდენტობა დამალა და სატელეფონო კომენტარში თქვა, რომ ის “მირზა კეზევაძე” არ არის.

ზვიად ხარაზიშვილიც და კეზევაძეც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ მოექცნენ – მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, იძალადეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.

ბრიტანეთის მთავრობა მიუთითებდა, რომ კეზევაძე „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.

“შაბათის ეთერი” განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს, არაერთი ქვეყნის მირერ სანქცირებულ მილერი ლაგაზაურს ესაუბრა. ის სისტემაში დაბრუნებას არ ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ