ხარაგაულში მეწყრის გამო ოჯახები სახლებს ტოვებენ

ხარაგაულში მეწყრის გამო რამდენიმე სოფლიდან 8 ოჯახია ევაკუირებული. სოფლებში, ღვერკი და ხემაღალი განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა.
სოფლებში დარჩენილი ოჯახები ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირებას და გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.
მეწყერმა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ცენტრალური საავტომობილო გზები დააზიანა.
სოფლებში მეწყერი 2 კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ჩამოწვა. მოქალაქეების გასაფრთხილებლად, სოფლების შესასვლელებში გამაფრთხილებელი ნიშნები დააყენეს. მეწყრული პროცესები ახლაც მიმდინარეობს. ამის შესახებ ვიდეოებს ადგილობრივები სოციალურ ქსელშიც აქვეყნებენ.
“ბევრი წავიდა, გასახლდა. ახლა მეც მივდივარ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, გვეშინია. გეოლოგების დასკვნას ველოდებითო. დასკვნამდე ჩვენ რომ მიწამ ჩაგვიტანოს, მერე რა ვქნათ, კვირებია მიმდინარეობს და უცებ იმატებს ბზარები, ორ მეტრამდე ჩადის ღრმულები.
სახლები დანგრევის პირასაა. ოჯახები, რომლების სახლებმაც ძალიან დიდი დაზიანება მიიღო, ამ სოფლიდან გაიყვანეს”, – ეუბნებიან ადგილობრივები “ტვ პირველს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს