ხან-იუნისთან ბრძოლა საფრთხეს უქმნის ღაზაში კვლავ მოქმედ უდიდეს საავადმყოფოს

ისრაელის ძალებმა, რომლებიც იბრძვიან ღაზის სექტორის სამხრეთის მთავარ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ცეცხლი გაუხსნეს ანკლავში კვლავ მოქმედი ყველაზე დიდი საავადმყოფოს სიახლოვეს არსებულ არეალებს. ქალაქის ნანგრევებად გადაქცევის შიშით, საავადმყოფოს პაციენტებს და მოსახლეობას გაქცევა მოუწიათ.
ხან-იუნისში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე ინტენსიური ბრძოლაა. ეს არის ქალაქი, რომელსაც თავს აფარებდა ღაზის ჩრდილოეთიდან ომს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი.
საქველმოქმედო ორგანიზაცია “ექიმები უსაზღვრებოდ”, რომლის ექიმებიც ხან-იუნისის ნასერის საავადმყოფოში მუშაობენ, აცხადებს, რომ პაციენტებმა და გადაადგილებულმა პირებმა ქალაქი პანიკაში დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ